ფილმები რომელიც უნდა ნახოთ …! (2)

ბავშვებო როგორც შეგპირდით კიდევ შემოგთავაზებთ რამდენიმე ფილმს ! აუცილებლად უყურეთ არ ინანებთ ^_^ 

  • მე სემი ვარ / I Am Sam ..

სემ დოუსონის განვითარება შვიდი წლის ბავშვის დონეზე შეჩერდა, მაგრამ მას როგორც შეუძია ისე სცდილობს გახდეს საზოგადოების სრულყოფილი წევრი. ერთხელაც ის შეიფარავს ფეხმძიმე ქალს, რომელიც, გააჩენს შესანიშნავ ქალიშვილს და დატოვებს სემს ჩვილთან ხელში. ამ მომენტიდან დოუსონი მიუძღვნის საკუთარ თავს შვილს, რომელსაც ლიუსის დაარქმევს – Beatles ერთი სიმღერის საპატივსემულოდ. მაგრამ გადის შვიდი წელი, და ლიუსი თავის მამაზა ჭკვიანი ხდება, რაც აიძულებს სოციალურ მუშაკებს სასამართოზე დადგან საკითხი….

index.php?FID=1&id=11358

  • მაცდუნებელი / Kokowaah 

მწერალი ჰენრი იტანჯება გაუზიარებელი სიყვარულისა და შემოქმედებითი კრიზისისგან. უეცრად შესთავაზებენ იმ ფილმის სცენარზე მუშობას, რომელშიც მონაწილეობას იღებს მისი ყოფილი შეყვარებული კატარინა. მას ეს გოგო ახლაც კი უყვარს და იმედი აქვს მეორე შანსის, თუმცა რვა წლის მაგდალენას გამოჩენა ყველაფერს ცვლის…

index.php?FID=1&id=7050

  • ფიცი / The Vow 

უბედური შემთხვევის შემდეგ პეიჯი კომაში ჩავარდა. სანამ ცოლი კომაშია, ლეო სახლიდან არ გადის. გოგონა გამოიღვიძებს, მაგრამ მას მეხსიერება აქვს დაკარგული. მას არ ახსოვს არც თავისი საყვარელი ადამიანი და არც მათი რომანი. მაშინ ლეო გადაწყვიტავს ხელახლა მოინადიროს პეიჯის გული…

index.php?FID=1&id=22328

  • სულელი, უაზრო, სიყვარული / Crazy, Stupid, Love 

კოლ უივერს, რომელიც ორმოც წელს გადაცილებული მამაკაცია და პურიტანული მსოფლმხედველობის მეოჯახეა, პირდაპირ ოცნებაში ცხოვრობს – კარგი სამსახური, მშვენიერი სახლი, კარგი ბავშვები და სკოლის დროინდელ შეყვარებულთან აქვს ქორწინება. მაგრამ როცა კოლი გაიგებს, რომ ცოლმა უღალატა, განქორწინება სურს და ”იდეალური” ცხოვრება ენგრვა. მეტიც, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, კოლი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია პაემანზე არ ყოფილა, ნამდვილ ”ბითურს” წარმოადგენს.

index.php?FID=1&id=6761

  • გახსოვდე / Remember Me 

ტაილერი – უდარდელი სტუდენტია, რომელიც საერთო ენას ვერ პოულობს სამყაროსთან. იგი უფრო ძმის სიკვდილითაა დათრგუნული. მამამისს მისთვის დრო არ რჩება, ხოლო დედასთან და მამინაცვალთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს. საბედნიეროდ ჰყავს მეგობარი, სახელად აიდანი. ერთხელ ბიჭები ქუჩაში იჩხუბებენ და ტაილერს დააპატიმრებენ… 

index.php?FID=1&id=123

სულ ესაა ..<3 ❤ ისიამოვნეთ ! .. 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 

 

 

 

4 thoughts on “ფილმები რომელიც უნდა ნახოთ …! (2)

  1. მაცდუნებელს მაქვს ნაყურები 🙂 კარგი ფილმია

  2. მე ორი მაქვს ნანახი , მე სემი ვარ და ფიცი . კარგი ფილმებია 🙂

დისკუსია დახურულია.