.. გიტირიათ ?

ოდესმე გიტირიათ, არა რატომ, რას ელოდებითი გასაგებია, თქვენ მეკითხებით, რატომ უნდა იტიროთ, თუკი არ გეტირებათი არ მჯერა. არასოდეს გიტირიათ არცერთხელ არა, ეს წარმოუდგენელია!… აუცილებლად უნდა იტიროთ, როცა გეტირებათ მაშინაც და თუნდაც, არ გეტირებოდეთ. ეს ხომ ცრემლია… სუფთა… ეს ხომ შენი ცრემლია, შენი სულის ნაწილი…
თქვენ გაინტერესებთ, მე თუ მიტირია კი, რის გამო არ ვიცი, ყველაფრის გამო… 
მიტირია ბავშვობაში, როცა წავქცეულვარ… როცა მიჩხუბია, ბავშვურად, მაგრამ, მაინც… როცა დედას დავუტუქსივარ… როცა შემშინებია… მიტირია, ჩემი საყვარელი თუთიყურშის  სიკვდილის გამო…  😦 😦 😦 მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა და… ახლაც ბევრჯერ მიტირია… მიტირია, როცა ვინმე გარდაცვლილა, არა აქვს მნიშვნელობა, უცხო იყო ის ”ვინმე”, თუ ნაცნობი, ახლობელი…                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

 მიტირია, წიგნის წაკითხვისას, მიტირია, ლექსის გამო…  მაგრამ, ყოფილა შემთხვევა, როდესაც უნდა მეტირა, მაგრამ ცრემლი არსად ჩანდა… ალბათ, თქვენც ასე გჭირთ 🙂

მაგრამ,  გთხოვთ, თუკი ტირილი მოგინდებათ, ცრემლს ნუ შეიკავებთ, იტირეთ, იტირეთ, სანამ ეს შეგიძლიათ… არა, თქვენ ცდებით, ცრემლი სირცხვილი არ არის და არც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სუსტი ხართ. არა, ეს ასე არ არის. უბრალოდ, ცრემლი გულის მოოხებაა, სინანულია, მაგრამ არა შვება ან პრობლემის მოგვარება.
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც აუცილებელია ცრემლი, აუცილებელია სინანული.  . .